Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი - დიღომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ატელიე აუთლეტი
გამოქვეყნდა: 17 აგვისტო / ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
"ATELIER OUTLET"/"ატელიე აუთლეტი" - მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.
კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დიღმის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: დიღომი.
გრაფიკი: 09:30-18:30/13:00-22:00 (დასვენება 2 დღე)
ანაზღაურება: 3000 NET + ბონუსი

აუცილებელი მოთხოვნა:

** უცხო ენა სასაუბრო დონეზე;
** Fashion retail მიმართულებით გამოცდილება;
** დისციპლინა და პასუხისმგებლობა;
** ლიდერის უნარ-ჩვევები.

მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება და შეკვეთის მომზადება;
** მომხმარებლის სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** ფილიალის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დარბაზში წესრიგის მუდმივი მონიტორინგი;
** ახალი თანამშრომლების ტრენინგი და მონიტორინგი;
** პროდუქციის მოვლა/მოწესრიგება;
** სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.

თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge. subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე