Робота для біженців з України
მაღაზიის ადმინისტრატორი - გლდანი/საბურთალო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კარფური სითი
გამოქვეყნდა: 17 აგვისტო / ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
"კარფური სითი" ამჟამად გთავაზობთ დასაქმებისა და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში.

ლოკაცია: გლდანი/საბურთალო

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებას თვეში ორჯერ დარიცხვით: 1100-1400 ლარი (ანაზღაურება დამოკიდებულია ნამუშევარ საათებზე)
** შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს
** სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო შეთავაზებას
** ანაზღაურებად სტაჟირებას
** ტრენინგებისა და სწავლების შესაძლებლობას
** დასაქმებას შეხვედრის დღესვე
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას 3-6 თვის შემდეგ და გაზრდილ ანაზღაურებას
** მდიდარ კორპორაციულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში პროდუქციის სწორად განლაგების უზრუნველყოფა და მონიტორინგი
** პროდუქციის ფასის, ხარისხის, ჰიგიენისა და ვიზუალური სტანდარტების უზრუნველყოფა
** სარეკლამო და პრომო კამპანიების სრულყოფილი შესრულება და პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
** მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია, მათი კმაყოფილებისა და ლოიალურობის გაზრდა (NPS)
** სალარო ოპერაციების შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, გახსნისა და დახურვის ადმინისტრირება
** სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
** მომხმარებელთა ნაკადის შესაბამისად თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის ეფექტური დაგეგმვა და დაცვის უზრუნველყოფა
** ახალი თანამშრომლებისთვის მაღაზიის ოპერაციების შესწავლის უზრუნველყოფა

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სალარო საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:

ტელეფონი: 557 159 159
ელფოსტა: goglichidzes@yahoo.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე