Робота для біженців з України
სამზარეულოს დიასახლისი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამზარეულოს დიასახლისი
მომწოდებელი: ტურინვესტ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 17 აგვისტო / ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს დიასახლისის პოზიციაზე რესტორან "არგოში" (საბაგირო გზა)

თუ გსურთ სტაბილური და მუდმივი სამსახური მეგობრულ გარემოში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78
** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** ჭურჭლის რეცხვა შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
** სამზარეულოს დალაგება და სისუფთავის კონტროლი;
** ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა;
** სამუშაო ინვენტარის მოწესრიგება და განკუთვნილ ადგილზე მოთავსება

რას ველოდებით თქვენგან?

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას

კომპანიის შესახებ

"ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში 2008 წლიდან ოპერირებს და 800-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო, სტაბილური და ადამიანებზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/

კომპანია "ტურინვესტ ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე