სტომატოლოგიური კლინიკა "ბელა დენტი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც იზრუნებს პაციენტების კომფორტულ მომსახურებასა და კლინიკის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების გამართულად წარმართვაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტების დახვედრა, რეგისტრაცია და შესაბამის ექიმთან გადამისამართება;
** სატელეფონო ზარებზე, სოციალურ ქსელებსა და მესენჯერებში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი;
** პაციენტების ვიზიტების ჩაწერა და ექიმების სამუშაო გრაფიკის მართვა;
** კლინიკის პროგრამაში პაციენტების მონაცემებისა და ვიზიტების შეყვანა;
** პაციენტების ისტორიებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** პაციენტებისთვის კლინიკის მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** მიღებული თანხების აღრიცხვა და ყოველდღიური სალაროს ანგარიშის მომზადება;
** პარტნიორი სადაზღვევო კომპანიებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაგზავნა;
** კლინიკის შიდა ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზება;
** პაციენტების პერსონალური მონაცემებისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამართული ქართული მეტყველება და წერითი კომუნიკაცია;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ადმინისტრატორად, მოლარედ ან სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა სასურველია;
** კლინიკის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და სტრესულ გარემოში სიმშვიდის შენარჩუნების უნარი;
** კეთილგანწყობილი დამოკიდებულება პაციენტებისა და თანამშრომლების მიმართ.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო სივრცეს;
** კლინიკის სამუშაო პროცესებისა და პროგრამის შესწავლას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
სამუშაო ადგილი: მ. კოსტავას 72, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@beladent.ge. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: "ადმინისტრატორი".
გისურვებთ წარმატებას!
|