Робота для біженців з України
გადაუდებელი დახმარების ექიმები, სარაგბო ბაზების პარამედიკები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გადაუდებელი დახმარების ექიმები, სარაგბო ბაზების პარამედიკები
მომწოდებელი: საქართველოს რაგბის კავშირი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
ვაკანსია 1 — სარაგბო ბაზების გადაუდებელი დახმარების ექიმები

ვეძებთ ემერჯენსოლოგს, რომელიც იმუშავებს სარაგბო ბაზებზე და უზრუნველყოფს სპორტსმენების გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

ლოკაცია: სარაგბო ბაზები
სამუშაო დღეები: პარასკევი, შაბათი, კვირა
სამუშაო საათები: 10:00-21:00
ხელფასი: 300 ლარი (ხელზე ასაღები; თანხა გათვლილია ერთ სათამაშო დღეზე)

ლოკაციები:

თბილისი:

** ლოკომოტივის სარაგბო ბაზა - მის: აკაკი ბელიაშვილი #5
** ავჭალის სარაგბო ბაზა - მის: დავით სარაჯიშვილი #27
** ნუცუბიძის სარაგბო ბაზა - მის: ავთო ვარაზი #4
** შევარდენის სარაგბო ბაზა - მის: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი #112
** ლელოს სარაგბო ბაზა - მის: იოანე პეტრიწის #6ა
** ვისოლის სარაგბო ბაზა - მის: პეტრე იბერის ქუჩა

გორი: გორის სარაგბო ბაზა - მის: თამარ მეფის ქუჩა
ქუთაისი: აიას სარაგბო ბაზა - მის: კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა
ფოთი: ფოთის სარაგბო ბაზა - მის: გურიის ქუჩა

ძირითადი მოვალეობები:

** სპორტსმენების ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება
** გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევებისა და ტრავმების მართვა
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართება
** პარამედიკის ხელმძღვანელობა და მასთან კოორდინაცია
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
** სამედიცინო გუნდის სხვა წევრებთან ეფექტური კომუნიკაცია

მოთხოვნები:

** შესაბამისი სამედიცინო განათლება და მოქმედი საექიმო სერტიფიკატი
** გადაუდებელ მედიცინაში მუშაობის გამოცდილება
** სპორტულ გარემოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლიანობა, სწრაფი რეაგირების უნარი და გუნდური მუშაობის უნარი

სასურველი კვალიფიკაციები:

** BLS / ACLS / PALS ან შესაბამისი სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
** გადაუდებელი მედიცინის მიმართულებით დამატებითი ტრენინგები და კურსები ჩაითვლება უპირატესობად.

ელ. ფოსტა: m.dolaberidze@rugby.ge, m.giorgobiani@rugby.ge
საკონტაქტო ნომერი: +995 32 2204535

ვაკანსია 2 — სარაგბო ბაზების პარამედიკები

ვეძებთ პარამედიკს, რომელიც იმუშავებს ემერჯენსოლოგთან ერთად სარაგბო ბაზებზე და უზრუნველყოფს სპორტსმენების სამედიცინო დახმარებას.

ლოკაციები:

თბილისი:

** ლოკომოტივის სარაგბო ბაზა - მის: აკაკი ბელიაშვილი #5
** ავჭალის სარაგბო ბაზა - მის: დავით სარაჯიშვილი #27
** ნუცუბიძის სარაგბო ბაზა - მის: ავთო ვარაზი #4
** შევარდენის სარაგბო ბაზა - მის: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი #112
** ლელოს სარაგბო ბაზა - მის: იოანე პეტრიწის #6ა
** ვისოლის სარაგბო ბაზა - მის: პეტრე იბერის ქუჩა

გორი: გორის სარაგბო ბაზა - მის: თამარ მეფის ქუჩა
ქუთაისი: აიას სარაგბო ბაზა - მის: კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა
ფოთი: ფოთის სარაგბო ბაზა - მის: გურიის ქუჩა

სამუშაო დღეები: პარასკევი, შაბათი, კვირა
სამუშაო საათები: 10:00-21:00
ხელფასი: 150 ლარი (ხელზე ასაღები თანხა; ერთ სათამაშო დღეზე)

ძირითადი მოვალეობები:

** ემერჯენსოლოგის დახმარება გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების მართვისას
** სპორტსმენების პირველადი შეფასება და დახმარება
** ტრავმების დროს საჭირო პირველადი დახმარების გაწევა
** სამედიცინო აღჭურვილობისა და ინვენტარის მომზადება და კონტროლი
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ტრანსპორტირებისთვის მომზადება და შესაბამისი პროცედურების მხარდაჭერა
** სამედიცინო გუნდის სხვა წევრებთან კოორდინაცია

მოთხოვნები:

** შესაბამისი განათლება/სერტიფიცირება პარამედიკის მიმართულებით
** გადაუდებელი დახმარების გამოცდილება
** სპორტულ გარემოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლიანობა, სწრაფი რეაგირების უნარი და გუნდური მუშაობა

ელ. ფოსტა: m.dolaberidze@rugby.ge, m.giorgobiani@rugby.ge
საკონტაქტო ნომერი: +995 32 2204535
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე