Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: Diamti
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
საბავშვო და პირადი მოხმარების სამედიცინო პროდუქციის იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია შპს "Diamti", რომელიც 15 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ეძებს გუნდის ახალ წევრს, სამედიცინო წარმომადგენელს.

სამუშაოს აღწერილობა:

** სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით და პოტენციური კლიენტების მოძიება
** აქტიური თანამშრომლობა ექიმებთან წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით
** კომპანიის პორთფელში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა
** პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახური, ექიმები და სხვა) შეხვედრების დაგეგმვა, კომპანიის პროდუქციის წარდგენა და მათთვის სასურველი ახალი პროდუქციის შესახებ ინფორმაცის მიღება და დამუშავება.
** არსებული თანამშრომლობის შენარჩუნება და ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
** ხშირი მივლინებები საქართველოს ტერიტორიაზე
** ბაზრის მონიტორინგი, კონკურენტული გარემოს ანალიზი.
** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელთან შესრულებული საქმიანობის შესახებ.

ძირითადი უნარები:

** პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და ურთიერთობების მართვის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სამედიცინო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ავტომობილის ქონა ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას+გამჭვირვალე საბონუსე სისტემას შესრულებული შედეგების მიხედვით;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** საჭირო სამუშაო რესურსებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე: Diamti_ltd@yahoo.com. Subject-ის ველში გთხოვთ მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე