მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ფსიქოთერაპევტის პოზიციაზე ტკივილის მართვის ცენტრში.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი;
** ფსიქოთერაპიული მუშაობის გამოცდილება;
** გერმანული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა);
** ეთიკური სტანდარტების დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** საერთაშორისო მომზადებას და პროფესიულ განვითარებას: შერჩეული კანდიდატი გაემგზავრება ევროპის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში ტკივილის მართვის პაციენტებთან მუშაობის ფსიქოთერაპიული ასპექტებისა და წამყვანი მეთოდოლოგიების შესასწავლად;
** უნიკალური პრაქტიკული გამოცდილების მიღებას: შერჩეული კანდიდატი იმუშავებს სპეციფიკური პროფილის (ქრონიკული ტკივილის მქონე) პაციენტებთან ფსიქოთერაპიული მიმართულებით.
პიროვნული თვისებები:
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გულისხმიერება, თავაზიანობა;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის პრინციპების დაცვა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (СV) 14.09.2026-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - "ფსიქოთერაპევტი".
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|