Робота для біженців з України
წარმოების დამხმარე თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების დამხმარე თანამშრომელი
მომწოდებელი: Blue Waters
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
თუ გაქვს ფიზიკურად მუშაობის გამოცდილება და ტექნიკურ საკითხებში ერკვევი, სამუშაო ლოკაცია ლილოში შენთვის მისაღებია, "ბლუ უოთერსის" გუნდში შენ გეძებთ წარმოების დამხმარე თანამშრომელს.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: Blue Waters

პოზიციის მიზანია: საწარმოო პროცესის ფიზიკური მხარდაჭერა და მასალების დროული მომზადება-დახარისხება

რას გააკეთებ:

** საწარმოო მატერიალების/ლისტების წარმოებაში შეტანა;
** აწყობილი დანადგარების გადატანა;
** დაჭრილი ფირფიტების გადატანა/დალაგება სორტირებულად;
** საწარმოო ნარჩენების გატანა
** ფიზიკურად საგნების გადაადგილება საჭიროებისამებრ, საწარმოო ტერიტორიაზე, მათ შორის ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით;
** პროდუქციის მიღება-გაცემისას ჩატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესის მხარდაჭერა;
** ლისტების შედუღებაში დახმარება

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული 1000 ლარი, ბონუსი 300-500 ლარი
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორაციულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** სამუშაო განაკვეთს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე (1 სთ შესვენება)
** ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/Factoryworker/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე