Робота для біженців з України
ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ელმონტაჟი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
კომპანია "ელმონტაჟი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვანის ქ. 5
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 09:00 - 18:00 სთ
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
ანაზღაურება: გამოცდილების გათვალისწინებით

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტებზე ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება ტექნიკური დოკუმენტაციისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** ელექტრო კაბელების, ქსელებისა და ელექტრო მოწყობილობების მონტაჟი, შეერთება და გამართვა;
** ელექტრო დანადგარების ჩართვა, ტესტირება და ტექნიკური გამართულობის შემოწმება;
** ელექტრო სისტემებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი სამუშაოების შესრულება;
** სამუშაო პროცესში გამოყენებული ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება;
** შრომის უსაფრთხოების, ელექტროუსაფრთხოებისა და ტექნიკური ექსპლუატაციის მოთხოვნების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება:

** სასურველია პროფესიული ან ტექნიკური განათლება ელექტრო მიმართულებით;
** ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმების ცოდნა.

გამოცდილება:

** ელექტრიკოსის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება;
** ელექტრო მოწყობილობებისა და სისტემების მონტაჟისა და გამართვის პრაქტიკული გამოცდილება.

უნარები:

** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კარიერული ზრდისა და დაწინაურების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე Hr@elmontage.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ელექტრიკოსი".

რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანია "ელმონტაჟი"-მა დაამუშაოს თქვენი მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში, მესამე მხარეს გადასცეს თქვენი მონაცემები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე