Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Brosse Garden
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
სასტუმრო "Brosse Garden" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სასტუმრო მდებარეობს თბილისის ცენტრში, ოპერასთან, მარი ბროსეს ქუჩაზე.

** სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი ყოველ მესამე დღეს. თვეში 10 სმენა
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 ლარი + ბონუსები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა, მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით;
** სტუმართან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;

პიროვნული თვისებები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: Lukovskidavit@gmail.com ან დარეკეთ ნომერზე: 555 55 15 08
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე