Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
Jibe Cash & Carry აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ფილიალის მენეჯერი, ქალაქში - რუსთავი.

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

ფილიალი: რუსთავი, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო გრაფიკი: 08:00-16:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 2100 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში I თვეს -1900, II თვე - 2000)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვადების და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
** მაღაზიის სასაქონლო მარაგების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა, მათ შორის არსებული მარაგების ვადების კონტროლი;
** დაქვემდებარებული პერსონალის შრომის ადმინისტრირება;
** ინვენტარიზაციის პროცესების წარმართვა, მაღაზიაში არსებული მატერიალური ფასეულობების მუდმივი კონტროლის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
** პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Vacancy@jibe.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/h9JvyuUb
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე