სამშენებლო კომპანია "გრიდ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საბუღალტრო აღრიცხვის პროცესის ეფექტიანი მართვა და საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** საბუღალტრო დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი
** ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი
** ძირითადი საშუალებების მიღება და მათი გამოყენების ვადების განსაზღვრა
** მატერიალური მარაგების ჩამოწერა
** იმპორტების პროგრამული ასახვა
** ხელფასების, ბონუსების, სადაზღვევო პრემიების და თანამშრომელთა სარგებლის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება
** ანგარიშსწორებების, ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებების და საბანკო ოპერაციების პროცესის კონტროლი
** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვის საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება
** კლიენტებთან, ბანკებთან, მომწოდებლებთან, დებიტორებთან, კრედიტორებთან და სახელმწიფო უწყებებთან ფინანსური ურთიერთობების მართვა
** ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში წარდგენა
** წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში წარდგენა
** ყოველთვიური და ყოველწლიური სტატისტიკური დეკლარაციების მომზადება
** ნარჩენების მართვის სააგენტოში ყოველთვიური დეკლარაციების წარდგენა
** ყოველწლიური ფინანსური აუდიტის დაგეგმვა და პროცესის კოორდინაცია
** აუდიტორებთან კომუნიკაციისა და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა
** კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია
** საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით
** აუცილებელია იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ACCA I-II დონის სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად
** საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, სასურველია ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილებაც
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტის მისამართზე: gridconstructioninfo@gmail.com. მეილის "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|