შპს "GramPak Georgia" 15 წელია წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საოფისე, საკანცელარიო და სამეურნეო ნივთების დისტრიბუციის სფეროში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე საკუთარი ავტომობილით.
ძირითადი მოთხოვნები და მოვალეობები:
** საკუთარი ავტომობილი — მნიშვნელოვანია მიკროავტობუსი;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** დისტრიბუციის/მომსახურების სფეროში მუშაობის აუცილებელი გამოცდილება;
** პროდუქციის ზედნადებების შედარება ფაქტობრივ შეკვეთასთან;
** შეკვეთების დროული და უსაფრთხო მიწოდება ობიექტებზე;
** ობიექტების მომარაგება წინასწარ გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
** საწყობში ყოფნისას, საჭიროების შემთხვევაში, საწყობის თანამშრომლებისთვის დახმარების გაწევა;
** პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა — Windows, MS Office, E-mail — ჩაითვლება უპირატესობად;
** ქონებრივი უზრუნველყოფის ვალდებულება არ არის.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 2, 600 ლარი — საწყისი ხელფასი, მატების პერსპექტივით;
** საწვავით უზრუნველყოფა;
** სტაბილური და გრძელვადიანი დასაქმება;
** დროული ანაზღაურება;
** ავტომობილის დაზღვევა;
** თანამშრომლის სამედიცინო დაზღვევა;
სამუშაო გრაფიკი:
** 09:30 - 18:00
** ორშაბათი - პარასკევი
** თვეში მხოლოდ 2 შაბათი — არასრული სამუშაო დღე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტრო ისანის მიმდებარე ტერიტორია.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და ფოტო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr4grampak@yahoo.com
|