Робота для біженців з України
ღონისძიების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღონისძიების მენეჯერი
მომწოდებელი: წისქვილი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
Theatre - თეატრი -"Show and Dinner" ანუ "წარმოდგენა ვახშმით", ეს "წისქვილი ჯგუფის" ახალი მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც ერთდროულად შეიძლება იმოგზაუროთ პარიზის კლასიკურ კაბარეში, ნახოთ მიუზიკლი, დატკბეთ ოპერით, ბალეტით, ორკესტრით, სპექტაკლით ან თუნდაც თანამედროვე არტისტების შემოქმედებით.

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ "წისქვილი ჯგუფში" ვეძებთ ღონისძიების მენეჯერს.

სამუშაო ლოკაცია: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი ცვლა
ანაზღაურება: ფიქსირებული + %

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრებისათვის/დამკვეთისათვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება პროგრამის, მენიუს და სხვა დეტალების შესახებ;
** დამკვეთისთვის ინდივიდუალური შეთავაზების მომზადება დეტალების შეთანხმებით;
** შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი კალენდრის წარმოება;
** ელექტრონულად და სატელეფონოდ მიღებული ინფორმაციის დამუშავება;
** სივრცეების პრეზენტაცია ადგილზე მოსული სტუმრებისთვის;
** მიღებული, შეთანხმებული და დამტკიცებული ღონისძიებების შესაბამისი BEO-ს (Banquet Event Order) მომზადება;
** სამზარეულოს/სერვისის პერსონალისათვის ინფორმაციის გადაცემა;
** ღონისძიებების კალენდრის წარმოება;
** კონტრაქტისა და ინვოისის მომზადება, ხელმოწერებისა და ჩარიცხვების მონიტორინგი;
** დამსაქმებლის მხრიდან მიღებული რეკომენდაციებისა და მითითებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში).
** პოტენციური მომხმარებლების ბაზის წარმოება, პერიოდული განახლება;
** რეპორტინგი პირად ხელმძღვანელთან.

აუცილებელი მოთხოვნები და პიროვნული უნარები:

** ღონისძიების გაყიდვების მენეჯერის, ღონისძიების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში;
** ინგლისური ენის ცოდნა - Advanced level;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სწორად და გამართულად კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაო პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ "წისქვილი ჯგუფის" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე