Робота для біженців з України
მერჩენდაიზერების სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ფანკი ბრენდს
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
"Funky Brands" არის სწრაფად მზარდი სტარტაპი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია. ჩვენი პორტფელი ამ ეტაპზე მოიცავს: "Franui", "Brite" და "Le Tribute"-ს.

ჩვენ სწრაფად ვიზრდებით და ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე გუნდის წევრს მერჩენდაიზერების სუპერვაიზერის პოზიციაზე, რომელიც დაგვეხმარება საუკეთესო ბრენდული გამოცდილების შექმნაში.

სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული.

სამუშაო აღწერილობა:

** მერჩენდაიზერების გუნდის ყოველდღიური საქმიანობის, სამუშაო მარშრუტებისა და გრაფიკების დაგეგმვა/ოპტიმიზაცია;
** ახალი თანამშრომლების შერჩევაში მონაწილეობა, მათი სწავლება, ტრენინგი და სამუშაო პროცესში ადაპტაცია;
** გუნდის KPI-ების (ვიზიტების სიხშირე, თაროზე ხილვადობა, სტანდარტების დაცვა) განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი;
** საცალო ვაჭრობის ობიექტებში რეგულარული საველე ვიზიტები, მერჩენდაიზერების მუშაობის ხარისხის მონიტორინგი;
** დახლზე პროდუქციის ამოწურვის პრევენცია და საწყობის/დახლის ნაშთების პერიოდული კონტროლი;
** მერჩენდაიზინგის აპლიკაციის მართვა და მონიტორინგი;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური გეგმის/მიზნების განსაზღვრა, კვირაში ერთხელ ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით);
** მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზერის, სუპერვაიზერის ან გუნდის ლიდერის პოზიციაზე (FMCG სექტორში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად) ;
** მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel) კარგი ცოდნა; საველე მართვის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სოც. ქსელები:

Franui Instagram: https://www.instagram.com/franui.ge
Franui FB: https://www.facebook.com/share/1BchX13ZGa/?mibextid=wwXIfr
Franui TikTok: https://www.tiktok.com/@franui.ge

Brite Instagram: https://www.instagram.com/britedrinksgeorgia
Brite FB: https://www.facebook.com/share/1ABGxSwrw2/?mibextid=wwXIfr
Brite TikTok: https://www.tiktok.com/@brite.georgia

Le Tribute Instagram: https://www.instagram.com/le_tribute_ge

Funky Brands website: https://www.funkybrands.ge/
Funky Brands Linkedin: http://www.linkedin.com/company/funky-brands

რატომ "ფანკი ბრენდს"?

** იქნები მხიარული, კრეატიული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი;
** შესაძლებლობა გექნება იმუშაო საინტერესო და ინოვაციურ ბრენდებთან;
** შესაძლებლობა გექნება ხელი შეუწყო ჩვენი ბრენდების აღქმასა და პოპულარობას საქართველოში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: info@funkybrands.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე