კომპანიის შესახებ: ჩვენ ვართ დინამიკური ლოგისტიკური კომპანია. ვეძებთ მოქნილ და ენერგიულ გუნდის წევრს ამანათების დახარისხების პოზიციაზე საწყობში.
ამანათების დახარისხების სპეციალისტი
ძირითადი მოვალეობები: კომპანიის ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, თქვენი მოვალეობები გადანაწილდება როგორც საწყობის, ისე ოფისის მიმართულებით:
** სასაწყობო ოპერაციები: ამანათების მიღება, სორტირება/დახარისხება და მომხმარებლებზე გაცემა;
** მობრუნებული ამანათების მართვა: უკან დაბრუნებული (Return) გზავნილების მიღება, სისტემური აღრიცხვა და შემდგომი პროცესინგი;
** სისტემური კორექტირება: არასწორად მონიშნული/მისამართებული ზონების იდენტიფიცირება და ბაზაში მათი გასწორება;
** პრობლემური ამანათების მოგვარება: გაჭედილი ან პრობლემური გზავნილების დროული მოძიება და შიდა საოპერაციო საკითხების მოგვარება;
** კურიერების მხარდაჭერა და დისპეტჩერიზაცია: კურიერებთან მუდმივი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის საწყობიდან ამანათების გატანის/გაცემის პროცესში აქტიური ჩართვა;
** მიმდინარე საოფისე დავალებები: საქმის დატვირთვიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული და საოფისე დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) სამუშაო დონეზე ფლობა (მონაცემების ბაზაში შესაყვანად);
** ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** ლოგისტიკის სფეროში, საწყობში ან მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** პიროვნული თვისებები (რასაც ყველაზე მეტად ვაფასებთ):
** მაქსიმალური მულტიფუნქციურობა და მოქნილობა: მზაობა, რომ დღის განმავლობაში შეათავსოს როგორც მუშაობა საწყობში, ისე საოფისე/სისტემური საქმე კომპიუტერთან;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე (განსაკუთრებით ზონების გასწორებისა და აღრიცხვის დროს);
** სტრესულ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი (კურიერებთან და გუნდთან სამუშაოდ).
პირობები, გრაფიკი და ლოკაცია:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, (კვირაში 40 საათი);
სამუშაო ლოკაცია: კახეთის გზატკეცილი 33ა;
ანაზღაურება: 1500 ლარი
რას გთავაზობთ ჩვენ:
** დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** ლოგისტიკის, საწყობის მენეჯმენტისა და back-office-ის ოპერაციების მრავალმხრივი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე info@caucasuslogistics.com
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ამანათების დახარისხების სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|