საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "PKF Georgia" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აუდიტის დეპარტამენტში, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
დამატებითი ინფორმაცია:
** სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
** სამუშაო საათები: 10:00-18:30
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, იაკონ ნიკოლაძის #3
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საბაზისო განათლება აუდიტის, ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები);
** ინგლისური ენა: B2 დონე (სასაუბრო და წერითი კომუნიკაცია);
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (პრიორიტეტი არის Excel-ის ცოდნა);
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** პროფესიული განვითარების მოტივაცია;
** პროაქტიულობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
აუდიტის ჩატარებისას აუდიტორის მიერ ჩასატარებელ პროცედურებში მონაწილეობის მიღება. კერძოდ:
** აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტის პროცესსა და დაგეგმილი აუდიტორული პროცედურების შესრულებაში მონაწილეობა;
** კლიენტი კომპანიის საქმიანობის, ძირითადი ბიზნეს პროცესებისა და შიდა კონტროლის პროცედურების შესწავლასა და ტესტირებაში მონაწილეობა;
** ფინანსური ანგარიშგების ცალკეული მუხლების აუდიტში მონაწილეობა;
** აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვებასა და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებაში მონაწილეობა;
** ინვენტარიზაციის პროცესზე დაკვირვებასა და შერჩევით გადათვლებში მონაწილეობა;
** აუდიტის სამუშაო დოკუმენტაციის მომზადებასა და სისტემატიზაციაში მონაწილეობა;
** წინა პერიოდის აუდიტის შედეგებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიმოხილვაში მონაწილეობა;
** აუდიტის პროექტებთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება;
** კომპანიის მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტრენინგებსა და სწავლებებში მონაწილეობა.
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურებად სტაჟირებას შემდგომი დასაქმებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივით;
** პროფესიულ, მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** გამოცდილი აუდიტორებისგან პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და მენტორობის შესაძლებლობას;
** სხვადასხვა სფეროში მოქმედ კომპანიებთან და მრავალფეროვან აუდიტორულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** სამუშაო გრაფიკისა და უნივერსიტეტის სასწავლო განრიგის შეთავსების შესაძლებლობას;
** კარიერული წინსვლის გამჭვირვალე და მკაფიო სისტემას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და პროფესიულ სწავლებებს;
** პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და შესაბამისი სწავლების დაფინანსებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: pkf@pkfgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითეთ "სტაჟიორი აუდიტის დეპარტამენტში".
პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება შპს ფი ქეი ეფ ჯორჯია (ს/კ: 205198212) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა;
|