ფინანსური სექტორის წამყვანი კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ავტოსესხებისა და ავტოუზრუნველყოფილი დაფინანსების მიმართულებით, იწვევს მოტივირებულ კადრებს პრობლემური აქტივების მართვისა და საველე ამოღების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მოლაპარაკებების წარმოება: ვადაგადაცილებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, დავალიანების დაფარვის ან გრაფიკის ოპტიმიზაციის/რესტრუქტურიზაციის გზების მოძიება.
** საველე სამუშაოები: პრობლემური ქეისების ფარგლებში კლიენტებთან ადგილზე ვიზიტების განხორციელება.
** აქტივების ამოღება: უზრუნველყოფაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოძიება, იდენტიფიცირება და მათი ტრანსპორტირების ორგანიზება მითითებულ მისამართზე.
** ანგარიშგება: ჩატარებული ვიზიტებისა და მოლაპარაკებების შედეგების დროული და დეტალური აღრიცხვა შიდა ბაზაში
** სტანდარტების დაცვა: სამუშაო პროცესის წარმართვა კომპანიის შიდა რეგულაციებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
** სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება უშუალო მენეჯერის მითითებით და თანამშრომლობა მიჯნურ დეპარტამენტებთან.
საკვალიფიკაციო და აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა გამოცდილება პრობლემური აქტივების ამოღების ან აღსრულების სფეროში;
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ყოლა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ბაზისურ დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარები:
** არგუმენტირებული მსჯელობისა და დარწმუნების მაღალი უნარი;
** გამართული და დახვეწილი კომუნიკაცია;
** სტრესულ და დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტაცია და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
კომპანია გთავაზობთ:
** ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ საბონუსე სისტემას;
** საწვავის ლიმიტის სრულ დაფინანსებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას პოზიტიურ და გუნდურ გარემოში.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: jobscompanyone@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|