Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: BDG ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
"BDG ჰოლდინგი" ეძებს მთავარ ბუღალტერს.

ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00, 1 სთ შესვენება

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სრული საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება;
** ფინანსური და საბუღალტრო ოპერაციების კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მოწესრიგება;
** ხელფასების, გადასახადებისა და სხვა ფინანსური ვალდებულებების ადმინისტრირება;
** მარაგების, ძირითადი საშუალებებისა და წარმოებასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** ბიუჯეტირებისა და ფინანსური დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
** აუდიტორებთან, ბანკებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვა შესაბამის მხარეებთან კომუნიკაცია;
** საბუღალტრო პროცესების სიზუსტისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის კარგი ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
** გრძელვადიან თანამშრომლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV: Hr@biodiesel.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "მთავარი ბუღალტერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე