Робота для біженців з України
მარაგებისა და ინვენტარიზაციის სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარაგებისა და ინვენტარიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: საცხობი 047
გამოქვეყნდა: 10 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
"საცხობი 047" აცხადებს ვაკანსიას მარაგებისა და ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციის ძირითადი მიზანია ფილიალებში მარაგების, პროდუქციისა და ნედლეულის აღრიცხვა და კონტროლი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალების მარაგებისა და ინვენტარიზაციის მონაცემების კონტროლი, ფაქტობრივი და პროგრამული ნაშთების შედარება და შეუსაბამობების გამოვლენა;
** ფილიალების მიერ მიღებული პროდუქციისა და ნედლეულის ყოველდღიური აღრიცხვა და პროგრამაში ასახვა;
** POS პროგრამაში პროდუქციისა და რეცეპტების დამატება/განახლება და მონაცემების სისწორის კონტროლი;
** Glovo-ს პლატფორმისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის პერიოდული კონტროლი;
** ფილიალების ინვენტარიზაციაზე პერიოდული დასწრება მონაცემების სიზუსტის გადამოწმების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** MS Excel-ის კარგი ცოდნა;
** ციფრებთან და მონაცემებთან ყურადღებით მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და შეუსაბამობების აღმოჩენის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა — სავალდებულო.
** მარაგების, ინვენტარიზაციის, საწყობის ან POS პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 09:00-18:00
** ძირითადი სამუშაო ადგილი: ბათუმი; პერიოდული მივლინებები ქუთაისში. გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე.
** ანაზღაურება გამოსაცდელ პერიოდში: 1500 ლარი
** გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ელექტრონულ მისამართზე: 047.bakery@gmail.com; ელექტრონული ფოსტის დანიშნულების ველში მიუთითეთ: "მარაგებისა და ინვენტარიზაციის სპეციალისტი".

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 52 51 25
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე