Робота для біженців з України
ექთანი ქიმიოთერაპიის განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი ქიმიოთერაპიის განყოფილებაში
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 10 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე ქიმიოთერაპიის განყოფილებაში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი/მედდა;
** სასურველია, პრაქტიკოსი ექთნის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ქიმიოთერაპიის განყოფილებაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** საექთნო ჩარევის/ქმედების განხორციელება კლინიკური პროტოკოლების შესაბამისად;
** ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების დაცვა;
** დანიშნული მკურნალობისა და კვლევების უზრუნველყოფა;
** საექთნო საქმიანობის დოკუმენტაციის წარმოება;

პიროვნული თვისებები:

** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გულისხმიერება;
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 10.09.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე