Робота для біженців з України
ცურვის მასწავლებელი - წყალტუბო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცურვის მასწავლებელი
მომწოდებელი: პარკ რიზორტ წყალტუბო
გამოქვეყნდა: 10 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
სასტუმრო "პარკ რიზორტ წყალტუბო" არის ადგილი ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ყოველდღიური, დამღლელი რუტინისგან და სტრესისგან გათავისუფლება ან უბრალოდ უქმეების სასიამოვნოდ გატარება, საკუთარი თავის განებივრება სურს.

პოზიცია: ცურვის მასწავლებელი

სამუშაო ადგილი: ქ. წყალტუბო, სასტუმრო "პარკ რეზორტ წყალტუბო".
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ცურვის სწავლება ბავშვებისა და მოზრდილებისთვის;
** ინდივიდუალური და ჯგუფური გაკვეთილების ჩატარება;
** აუზში უსაფრთხოების წესების დაცვა და კონტროლი;
** სტუმრებთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ცურვის კარგი ცოდნა და შესაბამისი გამოცდილება;
** სასურველია ინსტრუქტორის გამოცდილება ან შესაბამისი სერტიფიკატი.

უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშაო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: hotel@parkresort.ge. ტელ.: 555 145375; 599 448335

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე