Робота для біженців з України
ტენდერების მენეჯერი/ხარჯთაღმრიცხველი, კადრების ინსპექტორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერების მენეჯერი/ხარჯთაღმრიცხველი, კადრების ინსპექტორი
მომწოდებელი: გზების სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 10 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
გზების სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

** ტენდერების მენეჯერი/ხარჯთაღმრიცხველი;
** კადრების ინსპექტორი;

ტენდერების მენეჯერი / ხარჯთაღმრიცხველი:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზაჰესი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიისთვის საინტერესო სახელმწიფო ტენდერების მოძიება და ანალიზი;
** სრული სატენდერო პროცესის მართვა და კოორდინაცია;
** სატენდერო დოკუმენტაციის განხილვა, მოთხოვნების შეფასება და წინადადებების წარდგენა მოთხოვნების სრული დაცვით;
** შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაციის წარმოება, ტენდერისთვის საჭირო ინფორმაციის კოორდინაციის მიზნით;
** ტენდერების დოკუმენტაციის მართვა;
** სამშენებლო პროექტებისთვის ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
** ფორმა 2-ის მომზადება, საპროექტო და საშემსრულებლო დოკუმენტაციის ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა;
** საჭიროების შემთხვევაში წერილების შედგენა და გაგზავნა შესაბამის სამსახურთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით;
** შესაბამისი ტექნიკური ან საინჟინრო განათლება;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა;
** სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (ფოტოთი) შემდეგ მისამართზე: roadcompany.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტენდერების მენეჯერი/ხარჯთაღმრიცხველი".

კადრების ინსპექტორი:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზაჰესი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** წერილების შედგენა და გაგზავნა შესაბამის სამსახურთან;
** დოკუმენტების შედგენა (ხელშეკრულება, ბრძანება, მ.ჩ აქტი და სხვა);
** შრომითი ხელშეკრულებების მომზადება;
** შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაციის წარმოება, საჭირო ინფორმაციის კოორდინაციის მიზნით;
** კომპანიის დირექტორის და ბუღალტრის მიერ გაცემული სხვა პროფილური დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (ფოტოთი) შემდეგ მისამართზე: roadcompany.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კადრების ინსპექტორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე