Робота для біженців з України
იმპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: კავკასტრანსექპრესი
გამოქვეყნდა: 10 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
შ.პ.ს. "კავკასტრანსექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით (კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული მოთხოვნების გაგზავნა ვენდორებთან, ფასების დამუშავება და კლიენტისთვის ოპტიმალური შეთავაზების მომზადება (ჩინეთის მიმართულებით);
** თითოეული შეკვეთის სრული ლოგისტიკური პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია კლიენტებთან და პარტნიორებთან;
** შეკვეთების ვადებისა და პროცესების მუდმივი მონიტორინგი;
** მომწოდებლებთან ფინანსური ანგარიშსწორების პროცესის კონტროლი;
** კლიენტებისთვის შეკვეთის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ინვოისების მომზადება და გადახდების მონიტორინგი;
** საბაჟო ოპერაციებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში საბაჟო პროცედურებში მონაწილეობა;
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა და ახალი პარტნიორების მოძიება;
** ხელმძღვანელისთვის უკუკავშირის მიწოდება და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
** MS Office პროგრამების კარგი ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და სამუშაოს ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ctet@cte.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე