Робота для біженців з України
წყალმომარაგება-კანალიზაციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წყალმომარაგება-კანალიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: ინფრაკონცეფტი
გამოქვეყნდა: 10 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
შპს "ინფრაკონცეფტი" 2025 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო და საპროექტო მიმართულებით. კომპანიის ძირითად სპეციალიზაციას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა, რაც მოიცავს ისეთი საზოგადოებრივი ობიექტების განვითარებას, როგორებიცაა: სკოლები, საბავშვო ბაღები, საქალაქო პარკები, სპორტული მოედნები და სხვა.

გაფართოების მიზნით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას წყალმომარაგება-კანალიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** წყალმომარაგების შიდა და გარე ქსელების დაპროექტება;
** წყალარინების (კანალიზაციის) შიდა და გარე სისტემების დაპროექტება;
** სარწყავი სისტემების დაპროექტება (დაწვიმებითი და წვეთოვანი);
** საპროექტო დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზადება მოქმედი სტანდარტების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** გამოცდილება: საპროექტო კომპანიაში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
** პორტფოლიო: აუცილებელია შესრულებული საპროექტო ნამუშევრების/პროექტების წარმოდგენა;
** პროგრამული უნარები: AutoCAD-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი.

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და შესრულებული პროექტების ნიმუშები ელფოსტაზე: hr.artidea2015@gmail.com. სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "წყალმომარაგება/კანალიზაცია" და ასევე მიუთითეთ თქვენი სასურველი ანაზღაურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე