Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: რესტორანი Clouds Istanbul
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
რესტორანი "Clouds Istanbul" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, პეკინის გამზირი 28.
** სამუშაო გრაფიკი: 8:00-16:00, 16:00-00:00 (დილისა და საღამოს ცვლები)
** ანაზღაურება: 1200 ლარი + თიფსი

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება;
** სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მაგიდის და ჭურჭლის მომზადება;
** საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება;
** სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: japaridzeirinka@gmail.com

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე