Робота для біженців з України
სასტუმროს საჯარო სივრცეების დიასახლისი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს საჯარო სივრცეების დიასახლისი
მომწოდებელი: Hampton by Hilton Batumi Center
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
"Hampton by Hilton Batumi Center" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს საჯარო სივრცეების დიასახლისის პოზიციაზე

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და შრომისმოყვარე კანდიდატს საჯარო სივრცეების დიასახლისის პოზიციაზე, რომელიც იზიარებს სისუფთავის მაღალი სტანდარტების მნიშვნელობას და მზად არის უზრუნველყოს სტუმრებისთვის მყუდრო და სუფთა გარემო.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს შიდა და გარე ტერიტორიის დასუფთავება, საერთო სივრცეების, კორიდორების, კიბეების დასუფთავება;
** ლობის და ლიფტების დასუფთავება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთველის #20
** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
** ანაზღაურება: 1100

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** 50%-იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში;
** 70%-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა "არგო"-ზე;
** 20%-იან ფასდაკლებას რესტორან "არგო"- ში;
** 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში
** დასაქმების შემდეგ თანამშრომლის შვილების ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესში" ჩარიცხვის შემთხვევაში - 10%-იანი ფასდაკლება;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდით https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_kqctf/

ტელ: 511 415 285

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"Hampton by Hilton Batumi Center" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე