Робота для біженців з України
საცალო გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: iSpace
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
გინდა, რომ შენი კარიერა ტექნოლოგიებთან და საერთაშორისო კომპანიასთან იყოს დაკავშირებული? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვის არის!

"iSpace" - Apple-ის ერთადერთი Premium Partner მაღაზიათა ქსელი საქართველოში, გიწვევს, გახდე ჩვენი გუნდის წევრი და იმუშაო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ და პოპულარულ ბრენდთან.

დღეს "iSpace" საქართველოში წარმოდგენილია 7 საცალო მაღაზიათა ქსელის ფილიალით და აგრძელებს განვითარებას.

რას გთავაზობთ?

** დასაქმებას საერთაშორისო კომპანიაში
** Apple-ის ოფიციალურ სასწავლო პლატფორმაზე სწავლისა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ჯანსაღ სამუშაო გარემოს
** მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას
** კონკურენტულ ანაზღაურებასა და მაღალ საბონუსე სისტემას
- ფიქსირებული ანაზღაურება: 950 ლარიდან
- ბონუსის მიღება შესაძლებელია გამოსაცდელი პერიოდის (6 თვე) განმავლობაშიც, ინდივიდუალური შედეგებისა და შესრულების მაჩვენებლების შესაბამისად
- საშუალო თვიური ბონუსი: 1, 800-2, 000 ლარი (შედეგების მიხედვით)
** კარიერული ზრდისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობას

შენი ძირითადი პასუხისმგებლობები:

** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა
** Apple-ის პროდუქციისა და სერვისების პროფესიონალური კონსულტაცია
** პროდუქციის განლაგება Apple-ის სტანდარტების შესაბამისად
** გაყიდვების პროცესში აქტიური მონაწილეობა და დასახული მიზნების შესრულება

ვის ვეძებთ?

** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გაყიდვები
** ფლობ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე
** გაქვს ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები
** ხარ მოტივირებული, სწრაფად სწავლობ და გსურს პროფესიული განვითარება

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** კვირაში 5 სამუშაო დღე (მცოცავი გრაფიკი)
** კვირაში 2 დასვენების დღე
** 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი

თუ გინდა, იმუშაო Apple-ის ოფიციალურ პარტნიორთან, განვითარდე საერთაშორისო გარემოში და მიიღო მაღალი შემოსავლის შესაძლებლობა, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ბმულზე - https://hel-ai.com/apply/YYobzYLd.

შენი კარიერა იწყება iSpace-ში!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე