Робота для біженців з України
კორპ. მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტi
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპ. მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტi
მომწოდებელი: გოუნეტ
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
შპს "გოუნეტი" ეძებს კორპორატიული მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტს, რომელიც ჩაერთვება ბიზნეს კლიენტებისთვის მიწოდებული ქსელური სერვისების მონიტორინგში, ტექნიკურ მხარდაჭერასა და ინციდენტების მართვაში. კანდიდატი იმუშავებს თანამედროვე ოპტიკურ და IP/MPLS ინფრასტრუქტურასთან, მონაწილეობას მიიღებს პრობლემების დიაგნოსტიკაში, მომხმარებელთა ტექნიკურ კონსულტაციაში და ქსელის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფაში. პოზიცია განკუთვნილია მოტივირებული კანდიდატებისთვის, რომლებსაც სურთ პროფესიული განვითარება.

მოვალეობები:

** კორპორატიული მომხმარებლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა.
** ქსელის სერვისებთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა.
** მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ინციდენტების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ტექნიკურ გუნდთან ესკალაცია.
** Cisco, Juniper და სხვა ქსელური მოწყობილობების საბაზისო კონფიგურაცია და დიაგნოსტიკა.
** VPN, BGP, OSPF, VLAN, MPLS, QoS და სხვა ქსელური ტექნოლოგიების მხარდაჭერა.
** ოპტიკური ქსელისა და კორპორატიული სერვისების მონიტორინგი და გამართულობის კონტროლი.
** მონიტორინგის სისტემებში დაფიქსირებულ ალარმებზე დროული რეაგირება.
** შესრულებული სამუშაოების დოკუმენტირება და ტექნიკური ანგარიშების მომზადება.
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია ტელეფონით, ელფოსტითა და CRM სისტემის საშუალებით.
** სხვა ტექნიკურ გუნდებთან ეფექტური კოორდინაცია და ერთობლივი მუშაობა ინციდენტების დროული აღმოფხვრის მიზნით.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან მიმდინარე სწავლა ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების, ტელეკომუნიკაციების ან მონათესავე მიმართულებით.
** TCP/IP პროტოკოლების ცოდნა.
** Routing & Switching-ის საფუძვლების ცოდნა.
** VLAN, STP, OSPF, BGP-ის საბაზისო ან საშუალო დონის ცოდნა.
** IP მისამართების დაგეგმვისა და Subnetting-ის ცოდნა.
** Linux-ის ან Windows Server-ის საბაზისო ადმინისტრირების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** Cisco, Juniper, MikroTik ან სხვა ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე.
** CCNA, JNCIA ან შესაბამისი ცოდნა/სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად.

პერსონალური უნარ ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** დროის სწორად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფად შესწავლის სურვილი და პროფესიული განვითარების მოტივაცია.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - სრული განაკვეთი.
** ანაზღაურება - შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
** პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო სერტიფიკატებისთვის (CCNA, JNCIA და სხვა) მომზადების შესაძლებლობა.
** თანამედროვე სატელეკომუნიკაციო და ქსელურ ინფრასტრუქტურასთან მუშაობის შესაძლებლობა.
** მეგობრული, პროფესიონალური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: info@gonet.ge

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე