Робота для біженців з України
ფოტოწიგნების აკინძვისა და ფინიშინგის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფოტოწიგნების აკინძვისა და ფინიშინგის ოპერატორი
მომწოდებელი: QARTA
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
"QARTA" (შპს "Flying Elephant") აცხადებს ვაკანსიას ფოტოწიგნების აკინძვისა და ფინიშინგის ოპერატორის პოზიციაზე.

http://qarta.ge/

მდებარეობა: ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქ.37
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი

"QARTA" არის პრემიუმ ფოტოწიგნებისა და ფოტობეჭდვის სტუდია. ყველა წიგნი მზადდება ჩვენს საკუთარ საწარმოო სივრცეში, ევროპული მასალებითა და პროფესიონალური ევროპული დანადგარებით.

ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფოტოწიგნის ფიზიკურ დამზადებაზე - დაბეჭდილი ფურცლიდან მზა პროდუქტამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** გვერდების დაბეჭდვა
** ბლოკის აკინძვა perfect binding ტექნოლოგიით
** მყარი ყდის დამზადება
** ყდის მასალების ლამინაცია
** ფურცლების ჭრა გილიოტინაზე
** მზა პროდუქტის ხარისხის კონტროლი
** პროდუქტის შეფუთვა და გასაგზავნად მომზადება.
** სამუშაო ადგილის მოწესრიგება და მასალების აღრიცხვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება პოლიგრაფიაში, აკინძვაში ან მაღალი ხარისხის ხელობაში (ავეჯი, ტყავი, სამკერვალო, საათები, ნებისმიერი ზუსტი ხელობა) ჩაითვლება უპირატესობად
** განვიხილავთ გამოცდილების გარეშე კანდიდატებსაც. სრულ ტრენინგს ადგილზე ვუზრუნველვყოფთ
ხელის სიზუსტე და დეტალებზე ორიენტაცია
** პასუხისმგებლობა და სტაბილურობა, ვეძებთ ადამიანს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის

პიროვნული თვისებები:

** პერფექციონიზმი, მაღალი პასუხისმგებლობა, სტაბილურობა
** ორგანიზებულობა და პროცესის თანმიმდევრობის დაცვა
** სწავლის სურვილი

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში შეადგენს 900-1200 ლარს (დამოკიდებულია გამოცდილებაზე). მისი დასრულების შემდეგ 1500 ლარს, კვალიფიკაციის შესაბამისად ზრდის შესაძლებლობით. ასევე, გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ დაემატება ბონუსი.
** სრული ტრენინგი დანადგარებზე, უნიკალური პროფესიის დაუფლება რეგიონში.
** მცირე, მეგობრული გუნდი ბიუროკრატიის გარეშე.
** მზარდი კომპანია ევროპის საერთაშორისო გასვლის გეგმით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV მისამართზე: hi@qarta.ge, სათაურში მიუთითეთ "აკინძვის ოპერატორი". დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე