Робота для біженців з України
ავეჯის ხელოსანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის ხელოსანი
მომწოდებელი: FLEXMEDIA
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
სარეკლამო კომპანია "FLEXMEDIA" 2012 წლიდან ოპერირებს ქართულ სარეკლამო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სარეკლამო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: სტუდიური დეკორაციები; ფართოფორმატიანი ბეჭდვა; გარე რეკლამა; ლაზერით გრავირება; სტიკერი;

სარეკლამო კომპანია "FLEXMEDIA" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ხელოსნის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 1/43 (დელისის მეტროსთან)

ძირითადი მოვალეობები:

** სტუდიური დეკორაციების აწყობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დამატებითი პროფესიული დავალებების შესრულება;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება (უმჯობესია სარეკლამო მიმართულება);
** საშუალო განათლება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
** პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

პირობები:

** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელთა კვებას;
** კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@flexmedia.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ავეჯის ხელოსანი".

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე