"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** BTU-ს განვითარების სტრატეგიის შესაბამისად მარკეტინგული კამპანიებისა და აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;
** უნივერსიტეტის ბრენდის პოზიციონირება და პოპულარიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, საგანმანათლებლო პროგრამების, პროექტებისა და მიღწევების კომუნიკაცია;
** ციფრულ მარკეტინგულ არხებზე (ვებგვერდი, სოციალური მედია და სხვა) საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** მიზნობრივ აუდიტორიებთან, მედიასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
** ღონისძიებების (პრესკონფერენციები, ბრიფინგები, პრეზენტაციები, ტრენინგები, ჰაკათონები, ფესტივალები და სხვა) დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** მიზნობრივი აუდიტორიის კვლევა, კომუნიკაციის ეფექტიანობის შეფასება, ანგარიშების მომზადება, სამუშაო პროცესების გაუმჯობესება და კოორდინატორების საქმიანობის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მარკეტინგში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება;
** ციფრული და AI წიგნიერება.
პიროვნული და მენეჯერული კომპეტენციები:
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
** კრეატიულობა და ინიციატივიანობა;
** დროის მართვისა და მულტითასქინგის უნარი;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N82, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
** დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი;
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 საათი, შაბათ-კვირის გარდა;
** ყოველთვიური ანაზღაურება: 2000 ლარიდან (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად).
განაცხადის წარდგენის წესი:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 24 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
** CV ქართულ ენაზე;
** პორტფოლიო ან განხორციელებული კამპანიების მაგალითები — არსებობის შემთხვევაში.
ელფოსტა: vacancy@btu.edu.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: "მარკეტინგის მენეჯერი — სახელი, გვარი".
შენიშვნა:
კანდიდატთან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის მომდევნო ეტაპზე გადასულ პირებთან.
წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შერჩევის პროცესის მიზნებისთვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|