Робота для біженців з України
პოსტექნიკოსი საკუთარი მოპედით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პოსტექნიკოსი საკუთარი მოპედით
მომწოდებელი: ჯორჯიან ქარდი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია ჯორჯიან ქარდი აცხადებს ვაკანსიას POS ტექნიკოსის პოზიციაზე (საკუთარი სკუტერით/მოპედით).

სამუშაო ლოკაცია: თბილისი
თუ გაქვთ საკუთარი სკუტერი/მოპედი, ხართ აქტიური, პასუხისმგებლიანი და მოტივირებული, შემოუერთდით ჩვენს გუნდს და მიიღეთ შესაძლებლობა თვეში 2, 500-3, 000 ლარი გამოიმუშაოთ (ფიქსირებული საბაზისო ანაზღაურება + შესრულებული დავალებების მიხედვით დამატებითი ანაზღაურება).

სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი — ჩვენ უზრუნველვყოფთ სრულფასოვან სწავლებასა და პრაქტიკულ სწავლებას, რათა სწრაფად აითვისოთ სამუშაო პროცესი.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე POS ტერმინალის მიტანა, ჩართვა და მომხმარებლისთვის მისი გამოყენების ძირითადი წესების გაცნობა;
** POS ტერმინალთან დაკავშირებული მარტივი ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა (ელემენტის შეცვლა, ქვითრის ქაღალდის შევსება და სხვა);
** სავაჭრო ობიექტებიდან POS ტერმინალის წამოღება.
** მოთხოვნები
** საკუთარი, ტექნიკურად გამართული სკუტერი ან მოპედი;
** შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;
** მომხმარებელთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** აქტიურობა და მოტივაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა.

სამუშაო პირობები:

მომსახურების ხელშეკრულება;
სამუშაო გრაფიკი - კვირაში არაუმეტეს 40 საათისა;
მეგობრული, პროფესიონალური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: gcjobs@gc.ge (გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: მოპედიანი ტექნიკოსი) ან დაგვიკავშირდით 577717737.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე