Робота для біженців з України
კაფეს მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კაფეს მენეჯერი
მომწოდებელი: არქი ჰოსფითალითი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
"Archi Hospitality" განაგრძობს განვითარებას და საერთაშორისო პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს თბილისში.

გუნდში ვეძებთ კაფეს მენეჯერს.

რას გააკეთებ ამ პოზიციაზე:

** მართავ კაფეს ყოველდღიურ საქმიანობას და უზრუნველყოფ შეუფერხებელ ოპერირებას
** უზრუნველყოფ მაღალი ხარისხის საერთაშორისო მომსახურების სტანდარტების დაცვას
** მართავ თანამშრომელთა გუნდს და ანაწილებ პასუხისმგებლობებს
** ადგენ სამუშაო გრაფიკებს და კოორდინაციას უწევ გუნდს
** აკონტროლებ მარაგებს, შეკვეთებსა და დანახარჯებს
** იმუშავებ გაყიდვების შედეგებისა და ბიზნეს მაჩვენებლების ზრდაზე
** იზრუნებ სტუმრის საუკეთესო გამოცდილებაზე

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

** გაქვს კაფეს, რესტორნის ან სტუმარმასპინძლობის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** შეგიძლია გუნდის მართვა, მოტივირება და ეფექტური კოორდინაცია
** გაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
** ორიენტირებული ხარ მაღალი ხარისხის მომსახურებასა და შედეგზე
** ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@archihospitality.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: კაფის მენეჯერი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 06 სექტემბერი, 2026.

გაცნობებთ, რომ "არქი ჰოსფითალითი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე