Робота для біженців з України
ექიმი დიეტოლოგი - ნუტრიციოლოგი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი დიეტოლოგი - ნუტრიციოლოგი
მომწოდებელი: მედ ფუდ 2026
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
შპს "მედ ფუდ 2026" აცხადებს ვაკანსიას ექიმი დიეტოლოგი - ნუტრიციოლოგის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი (შესაძლებელია დისტანციურად / ონლაინ მუშაობა)
დასაქმების ტიპი: არასრული განაკვეთი / შეთანხმებით

პოზიციის მიმოხილვა

შპს "მედ ფუდ 2026" აცხადებს ვაკანსიას ექიმი დიეტოლოგ - ნუტრიციოლოგის პოზიციაზე. ვაკანსია ითვალისწინებს კლინიკის პაციენტებისათვის ინდივიდუალური კვების მენიუს დამუშავებას, შეფასებასა და შესაბამისობის დადგენას. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია სრულად ონლაინ/დისტანციურ რეჟიმში მუშაობა.

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკის პაციენტებისათვის კვების რაციონისა და მენიუს დამუშავება / კორექტირება.
** პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის, სამედიცინო ჩვენებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მენიუს შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალთან კონსულტაცია კვების რეჟიმის ოპტიმიზაციისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (ექიმის სერტიფიკატი დიეტოლოგიის/ნუტრიციოლოგიის ან მიჯნავ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად).
** დიეტოლოგიისა და თანამედროვე ნუტრიციოლოგიის პრინციპების სიღრმისეული ცოდნა.
** სამედიცინო/კლინიკურ სფეროში კვების მენიუებთან მუშაობის გამოცდილება.
** კომპიუტერულ პროგრამებთან და დისტანციური კომუნიკაციის ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი.

პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** დროის ეფექტური მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი / შეთანხმებით (ონლაინ ფორმატი).
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციისა და დატვირთვის შესაბამისად).

განაცხადის შეტანის წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV / რეზიუმე ელექტრონულ
მისამართზე: ninoartmeladze1@gmail.com. წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ: "ექიმი დიეტოლოგი - ნუტრიციოლოგი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე