Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: DRstudio
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
"DRstudio" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, ხართ პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური და გსურთ განვითარება თანამედროვე ავეჯის სფერში, შემოუერთდით ჩვენ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის დახვედრა და პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა.
** მომხმარებლის მოთხოვნების დეტალური შესწავლა.
** შეხვედრების დაგეგმვა დიზაინერთან.
** შეკვეთების პირველადი რეგისტრაცია CRM სისტემაში.
** სატელეფონო ზარების და სოციალური ქსელებიდან შემოსული მოთხოვნების დამუშავება.
** მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია შეკვეთის პროცესში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია და ჩაითვლება პრიორიტეტად).
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
** რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** Microsoft office საბაზისო ცოდნა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გამართული მეტყველება და მოლაპარაკების უნარი.
** გუნდური მუშაობისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას.
** ბონუსების სისტემას.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს.
** კარიერული წინსვლის პერსპექტივას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: drtudio.ge@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე