Робота для біженців з України
ERP-სისტემების ადმინისტრირების სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ERP-სისტემების ადმინისტრირების სტაჟიორი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია ანაგი
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ERP-სისტემების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სტაჟირების განმავლობაში შერჩეული კანდიდატი იმუშავებს ფინანსურ, IT, შესყიდვების, საწყობისა და სხვა ბიზნესმიმართულებების გუნდებთან, გაეცნობა თანამედროვე ERP-სისტემის მუშაობის პრინციპებს და მონაწილეობას მიიღებს კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ კანდიდატს ექნება შესაძლებლობა, დასაქმდეს ERP სისტემების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ERP-სისტემაში მონაცემების ვალიდაციის პროცესში მონაწილეობა;
** ბიზნესპროცესების გაცნობა და მათი ERP-სისტემაში სწორად ასახვის პროცესში მონაწილეობა;
** შიდა მომხმარებლების მხარდაჭერა ERP-სისტემის ყოველდღიური გამოყენების პროცესში;
** ბიზნესმოთხოვნების ანალიზში მონაწილეობა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
** ტექნიკური დავალებების მომზადებასა და დამუშავებაში მონაწილეობა;
** ERP-სისტემის განვითარების პროცესში ვენდორსა და შიდა გუნდებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა;
** მონაცემთა ხარისხისა და სიზუსტის კონტროლის პროცესებში მონაწილეობა;
** ERP-სისტემის ტესტირებასა და ახალი ფუნქციონალის დანერგვაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან უმაღლესი განათლების მქონე კანდიდატი შემდეგი მიმართულებით: ინფორმაციული ტექნოლოგიები, ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები/საბუღალტრო აღრიცხვა, საინფორმაციო სისტემები, ინჟინერია;
** MS Excel-ის კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ERP-სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** სწრაფი სწავლის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პრობლემების დადგენისა და გადაჭრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ტექნოლოგიებისა და ბიზნესპროცესების მიმართ ინტერესი.

რას გთავაზობთ?

** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** პრაქტიკულ გამოცდილებას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ERP-პროექტში;
** მენტორობას გამოცდილი ფინანსური, IT და ბიზნესპროცესების სპეციალისტებისგან;
** თანამედროვე ბიზნესპროცესების სიღრმისეულ გაცნობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** წარმატებული სტაჟირების შემდეგ დასაქმების პერსპექტივას.

დამატებითი ინფორმაცია:

** სტაჟირების ხანგრძლივობა 6 თვე;
** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (1-საათიანი შესვენებით);
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. 37/39.

შერჩევის ეტაპები

** ზოგადი უნარებისა და ანალიტიკური აზროვნების ტესტირება;
** გასაუბრება.

განაცხადის მიღება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@anagi.ge 2026 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ERP-სისტემების ადმინისტრირების სტაჟიორი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე