კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 32000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.
კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა)
სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომლების შერჩევისა და რეკრუტინგის პროცესის მართვა;
** ახალი თანამშრომლების ონბორდინგისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის წარმოება;
** შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებებისა და სხვა HR დოკუმენტების მომზადება;
** თანამშრომელთა შეფასებისა და KPI პროცესების ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა დასწრების, შვებულებებისა და სხვა HR მონაცემების აღრიცხვა;
** სამუშაო გრაფიკების აწყობა მართვა, ზეგანაკვეთურების მართვა და სხვა;
** ტაბელის წარმოება, შრომის კანონმდებლობის შესაბამისად;
** სახელფასო უწყისის მომზადება;
** კომპანიის შიდა რეგლამენტების, პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა;
** თანამშრომელთა კმაყოფილების, ჩართულობისა და კორპორაციული კულტურის განვითარების მხარდაჭერა;
** HR და ადმინისტრაციულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა მენეჯერებისა და თანამშრომლებისთვის;
** HR ანგარიშგებისა და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია HR);
** HR სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;
** MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) კარგი ცოდნა;
** დოკუმენტებთან მუშაობისა და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@glasswork.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|