Робота для біженців з України
ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისის გულის ცენტრი
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 03 სექტემბერი
შპს "თბილისის გულის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #83/11.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ლოჯისტიკის სამსახურის ეფექტური მართვა, კლინიკის ინფრასტრუქტურის, ტექნიკური მომსახურების, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების, ტრანსპორტირების, სასაწყობო პროცესებისა და სამედიცინო და არასამედიცინო აღჭურვილობის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** კლინიკის შენობაში არსებული ელექტრო, სანტექნიკური, გათბობის ვენტილაციის, კონდიცირებისა და სხვა საინჟინრო სისტემების გამართული მუშაობის ყოველდღიური მონიტორინგი და მათი უწყვეტი ფუნქციონირების ხელშეწყობა;
** ელექტროგაყვანილობის, განათების სისტემების, წყლის, კანალიზაციისა და სანტექნიკური ქსელების დაზიანებების დროული გამოვლენა, შეფასება და კომპეტენციის ფარგლებში მათი აღმოფხვრა;
** მცირე ტექნიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულება;

მოთხოვნები:

** ლოჯისტიკის სფეროში გამოცდილება (სასურველია);
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემების არსებობის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება;
** უპირატესობა: კლინიკაში ან ჰოსპიტალში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე CV, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr@tbhc.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ბოლო ვადა 2026 წლის 03 სექტემბრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე