Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ეროვნული სკრინინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად;
** ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით, შესყიდვის მიმღები სამსახურებიდან მიღებული ტექნიკური მახასიათებლების დაზუსტება და შესყიდვისათვის საჭირო და სრული დოკუმენტაციის შედგენა;
** სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა;
** სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადება;
** ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა და მათი ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა;
** სსიპ "სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან" მიმოწერა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით;
** შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@gnsc.ge. ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

შენიშვნა:

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შესაძლოა თქვენი გამოგზავნილი რეზიუმე დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკასიაზეც. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრის" მიერ მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს დამუშავებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე