"Pico Studio" ეძებს ხატვის მასწავლებელს, რომელიც მოამზადებს აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებელი შემოქმედებითი გამოცდებისთვის.
ძირითადი მოთხოვნები:
** ხატვის სწავლების გამოცდილება;
** სასურველია აბიტურიენტების საგამოცდოდ მომზადების გამოცდილება;
** გამოცდებისთვის დაანონსებული სიახლეების მოძიება და სასწავლო პროცესში ინტეგრირება;
** მოსწავლისათვის პორტფოლიოს მომზადებაში დახმარება;
** უნივერსიტეტის-ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე მოსწავლისთვის მიმართულების მიცემა;
სამუშაო პირობები:
** ჯგუფი: 5-6 მოსწავლე;
** გაკვეთილის ხანგრძლივობა: 3 საათი;
** სასწავლო პროცესი: კვირაში 2-ჯერ;
** გამოცდებამდე ბოლო 2 თვის განმავლობაში - კვირაში 3-ჯერ.
** ანაზღაურება: 40-50 ლარი თითო ჩატარებულ გაკვეთილზე
თუ ფიქრობთ, რომ ეს ვაკანსია თქვენთვისაა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან მოკლე ინფორმაცია გამოცდილების შესახებ პირად შეტყობინებაში ან ელფოსტაზე - infopicostudio@gmail.com
გელოდებით "Pico Studio"-ს გუნდში.
|