Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი/ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი/ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: ეიჯი გრუპ ენერჯი
გამოქვეყნდა: 03 აგვისტო / ბოლო ვადა: 03 სექტემბერი
შპს "ეიჯი გრუპ ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის/ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების კონტროლი;
** სტუმრების დახვედრა და შეხვედრებისთვის საჭირო ლოგისტიკის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ელ.ფოსტაზე შემოსული წერილების მართვა და შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან გადამისამართება;
** მიღებული და გაცემული კორესპონდენციის (წერილების) რეგისტრაცია და კონტროლი;
** საბუთების/დოკუმენტაციის დაარქივება და სისტემატიზაცია (ფიზიკური და ელექტრონული ფორმატით);
** თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტთან საბუთების მოძიება/გადაცემასთან დაკავშირებით;
** დირექტორის მიერ მიცემული სხვა საოფისე დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით;
** MS Office-ის (Word, Excel, Outlook) კარგად ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (მართლწერა და მეტყველება);
** ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო და სამუშაო დონეზე);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებით პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** კომუნიკაბელურობა, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** კეთილსინდისიერება;
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: ggonashvili@agenergy.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოფისის მენეჯერი / ადმინისტრაციული ასისტენტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე