ამერიკული კომპანია SeeThru Displays (ლოს-ანჯელესი) ეძებს გაყიდვების კოორდინატორს დისტანციურ სამუშაოზე — ამერიკელ კლიენტებთან მაღალბიუჯეტიან გარიგებებზე სამუშაოდ.
რას გააკეთებთ:
** შემოსული ლიდების კვალიფიკაცია — მოთხოვნას ჩვენ ვქმნით და დაინტერესებულ კლიენტებს პირდაპირ გადმოგცემთ
** ცივი მიმართვები ჩვენ მიერ მოწოდებული ლიდების სიით
** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია ტელეფონით (მთავარი არხი), ელფოსტითა და SMS-ით
** გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება ინტერიერის დიზაინერებთან, AV ინტეგრატორებთან და საივენთო კომპანიებთან — პარტნიორული არხის გარიგებებზე გაზრდილ საკომისიო პროცენტს მიიღებთ მათ მომავალ შეკვეთებზეც
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, განსაკუთრებით ზეპირი — სამუშაო დღის უმეტეს ნაწილს ამერიკელ კლიენტებთან სატელეფონო საუბრებში გაატარებთ. ეს პირობა სავალდებულოა.
** აშშ-ის წყნარი ოკეანის დროის სარტყელში (Pacific Time) მუშაობის შესაძლებლობა — დაახლოებით 21:00-04:00 თბილისის დროით
** გაყიდვების, ანგარიშების მართვის ან ქოლ-ცენტრის გამოცდილება სასურველია
** სტაბილური ინტერნეტი და მშვიდი სამუშაო გარემო
ანაზღაურება:
** ფიქსირებული $1, 000 თვეში
** საკომისიო თითოეულ დახურულ გარიგებაზე: $500-$3, 500 (ზუსტი პროცენტი განიხილება ინდივიდუალურად, გასაუბრებაზე)
** გაზრდილი საკომისიო განაკვეთი პარტნიორული არხისა და განმეორებითი კლიენტების გარიგებებზე
როგორ გამოეხმაუროთ: გამოგვიგზავნეთ CV და 60-90 წამიანი ხმოვანი ჩანაწერი ინგლისურ ენაზე თქვენი გაყიდვების გამოცდილების შესახებ მისამართზე info@seethrudisplays.com ჩანაწერის გარეშე გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.
|