Робота для біженців з України
უფროსი გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: Social Pulse Agency
გამოქვეყნდა: 03 აგვისტო / ბოლო ვადა: 03 სექტემბერი
Social Pulse Agency აცხადებს ვაკანსიას უფროსი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო ფორმატი: Remote

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდების სრული ვიზუალური კომუნიკაციის შექმნა და განვითარება;
** სოციალური მედიისთვის, ციფრული პლატფორმებისა და სარეკლამო კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების მომზადება;
** პოლიგრაფიული მასალების დიზაინი და საბეჭდად გამზადება;
** სამშენებლო პროექტების მარკეტინგული და საპრეზენტაციო მასალების დიზაინი;
** ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის შექმნა;
** მარკეტინგული აქტივობებისა და კამპანიებისთვის კრეატიული კონცეფციების შემუშავება;
** დიზაინის ხარისხის კონტროლი და გუნდის მხარდაჭერა ვიზუალური სტანდარტების დაცვაში.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უფროსი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Adobe Photoshop, Adobe Illustrator და Adobe InDesign-ის სრულყოფილი ცოდნა;
** Figma-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ვიდეომონტაჟის საბაზისო ცოდნა (Premiere Pro / After Effects) ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კრეატიული აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და პორტფოლიო ელ. ფოსტაზე: socialpulsegeorgia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე