Робота для біженців з України
სარემონტო პროექტების ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სარემონტო პროექტების ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: BuildWorks
გამოქვეყნდა: 03 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
BuildWorks ეძებს პრაქტიკული გამოცდილების მქონე ტექნიკურ მენეჯერს, რომელიც შეძლებს თბილისში მიმდინარე საცხოვრებელი სარემონტო პროექტების ადგილზე მართვას, სამუშაოების ხარისხის კონტროლსა და ხელოსნების კოორდინაციას.
საკუთარი ბრიგადის არსებობა სავალდებულო არ არის — კომპანია მუშაობს შერჩეული ხელოსნების ქსელთან, ტექნიკური მენეჯერის პასუხისმგებლობა იქნება მათი ორგანიზება და ხარისხის კონტროლი.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის აზომვა და სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობა
** სარემონტო პროცესის ეტაპების ორგანიზება და კონტროლი
** ხელოსნების კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების მიღება
** ფარული და ფინიშის სამუშაოების ხარისხის კონტროლი
** მასალების რაოდენობის განსაზღვრაში მონაწილეობა
** მასალების შეკვეთის, მიტანისა და ნაშთების კონტროლი
** სამუშაო გრაფიკისა და ვადების მონიტორინგი
** ობიექტიდან რეგულარული ფოტო-ვიდეო ანგარიშის მომზადება
** კლიენტთან მიმდინარე საკითხებზე პროფესიული კომუნიკაცია
** დეფექტების გამოვლენა და მათი დროული გამოსწორების ორგანიზება
** პროექტის ჩაბარებისა და საგარანტიო საკითხების კოორდინაცია

სავალდებულო მოთხოვნები:

** ბინების სარემონტო პროცესების პრაქტიკული ცოდნა
** მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** ტექნიკური და არქიტექტურული ნახაზების საბაზისო გაგება
** ობიექტის აზომვის უნარი
** მასალების და სამუშაო მოცულობების დათვლის საბაზისო გამოცდილება
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტაცია
** ხელოსნებთან მკაფიო და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაცია
** კლიენტთან კორექტული ურთიერთობის უნარი
** მართვის მოწმობა
** Excel-ის ან Google Sheets-ის საბაზისო ცოდნა
** უპირატესობა: სამშენებლო, არქიტექტურული ან საინჟინრო განათლება

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

საცდელი პერიოდი (პირველი თვე):
ფიქსირებული ანაზღაურება — 1, 500 ლარი (ხელზე ასაღები).
თუ საცდელი პერიოდის განმავლობაში კანდიდატს გადაეცემა აქტიური პროექტი, ფიქსირებულ ანაზღაურებას დაემატება მის მიერ მართული პროექტის რეალური მოგების 20%.
საცდელი პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ:
1, 500 ლარი ფიქსირებული + მართული პროექტების რეალური მოგების 20%.
აქტიური პროექტების რაოდენობისა და მოცულობის მიხედვით, სავარაუდო თვიური შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 2, 500-6, 000 ლარს.
სხვა სარგებელი: საწვავი აქტიური პროექტების რაოდენობის მიხედვით, ობიექტებს შორის გადაადგილებისთვის.

როგორ მოვახდინოთ განაცხადი:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV და მოკლე ინფორმაცია შემდეგ მისამართზე: atikaradze@gmail.com

** რა ტიპის პროექტებზე გიმუშავიათ
** რა პასუხისმგებლობები გქონდათ
** რამდენი ობიექტის ერთდროულად მართვა შეგიძლიათ
** გაქვთ თუ არა მართვის მოწმობა და ავტომობილი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 აგვისტო.


განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე, შესაბამისი კანდიდატის შერჩევამდე. შესაბამისად, ვაკანსია შესაძლოა ვადის დადგომამდე ადრე შეივსოს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე