"ლარსენ ენდ ტოუბრო ლიმიტედის" საქართველოს ფილიალი აცხადებს ვაკანსიას ოფისის და საოჯახო სასტუმროს დამლაგებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: საქართველო, ქალაქი ქუთაისი, 9 აპრილის ქ. N 1ბ.
სამუშაო საათები: ორშაბათი - შაბათი - 08:00 - 15:00
დასაქმებული მიიღება ოფისის და საოჯახო სასტუმროს დამლაგებლად, მისი პოზიციის აღწერა და ფუნქცია-მოვალეობები წარმოადგენს შემდეგს:
** საოფისე და სასტუმრო სახლების სივრცეების, კიბეების, დერეფნების, სააბაზანოების, კაბინეტების, ეზოს და სხვა ნივთების დასუფთავება; ჯამში არის 13 ოთახი;
** ყველა ოთახის სათანადო დალაგება;
** მტვრის მოცილება ზედაპირებიდან;
** ფანჯრის ჩარჩოების მინის რეცხვა. ეს ასევე შეიძლება გაკეთდეს ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი;
** ტუალეტების და აბაზანების ყოველდღიური გაწმენდა და დეზინფექცია;
** ქაღალდის ურნების გასუფთავება, როგორც ოფისებში, ასევე აბაზანაში;
** ამ ურნების დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით;
** ნაგვის შეგროვება და გატანა შენობის გარეთ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას;
** შენობის რეგულარული ვენტილაცია;
** აღჭურვილობასთან მუშაობისას უსაფრთხოების სტანდარტებისა და წესების დაცვა;
** ელექტრო ან დასუფთავების მოწყობილობაში გაუმართაობის გამოვლენისას, მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ სარემონტო და ტექნიკურ მუშაკს;
** სახეხი, საწმენდი და მადენზიფიქცირებელი საშუალებების სპეციალურ ადგილას შენახვა, მოვლა-პატრონობა, ასევე, ადმინისტრაციის დროულად ინფორმირება საჭირო შესყიდვების შესახებ;
** სარეცხის სამუშაოების შესრულება, დაუთოების ჩათვლით;
** სხვა მსგავსი დავალებების შესრულება ადმინისტრაციის მითითებების შესაბამისად;
** შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ინდივიდუალური ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა;
** შედეგებზე ორიენტირებული და უფლებამოსილი იყოს მიიღოს ნებართვა შესაბამისი ორგანოებისგან.
შენიშვნა: დამატებითი დეტალები განიხილება გასაუბრების დროს.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენებზე შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: Lali.Khechoshvili@Lntecc.com; krpk@Lntecc.com
|