Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: აი ბი სი
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
კომპანია "IBC" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი. 10:00-19:00 სთ ორშაბათი-პარასკევი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადია სრულად)
ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო.
გამოსაცდელი ვადის შემდეგ: 2500 ლარი + ულიმიტო სასაუბრო + ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** სასამართლო წარმომადგენლობა;
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
** ადმინისტრაციული საჩივრების დამზადება;
** სხვადასხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა);
** რუსული ან ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სასურველია);
** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: bic.corp.company@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე