Робота для біженців з України
იურისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00-19:00 სთ, ორშაბათი-პარასკევი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადია სრულად)
ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო
გამოსაცდელი ვადის შემდეგ: 3000 ლარი + ულიმიტო სასაუბრო + ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** სასამართლო წარმომადგენლობა;
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
** ადმინისტრაციული საჩივრების დამზადება;
** სხვადასხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით) (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
** რუსული ან ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სასურველია)
** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი (სავალდებულოა)
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი ბათუმი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე