Робота для біженців з України
ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე ლაბორატორიის ბინაზე გამოძახების სამსახურში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

სამუშაო გრაფიკი: ცვლიანობის გრაფიკი (3, 4 ან 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი); 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);
** გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

** გამავალი ზარების განხორციელება;
** ლაბორატორიის ბინაზე გამოძახების ჩანიშვნა;
** პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 30.08.2026-მდე ელ.მისამართზე: vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე