Робота для біженців з України
ოფისის ადმინისტრატორი, კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის ადმინისტრატორი, კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: E-Space
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
"ი-სპეისი | E-Space" აცხადებს ვაკანსიას: ოფისის ადმინისტრატორი და კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი

კომპანიის შესახებ

შპს "ი-სპეისი" ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის ოპერატორი კომპანიაა, რომლის მისია არის საქართველოში ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და სერვისების შექმნა და განვითარება, ასევე ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვა.

დამატებითი ინფორმაცია: https://e-space.ge/

ვეძებთ პასუხისმგებელ და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს ოფისის გამართულ მუშაობას და კლიენტების მაღალი დონის მომსახურებას.

ძირითადი პირობები:

** განაცხადის ვადა: 30 ივლისი — 30 აგვისტო, 2026
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი: 10:00-18:00, კვირაში 5 დღე (შ-კ დასვენება)
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ზურაბ & თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქ. #16
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
** ანაზღაურება: 1200 ₾ (Net).

ფუნქცია-მოვალეობები:

** ი-სპეის-ის სატელეფონო ხაზებზე შემომავალი ზარების მიღება, მომხმარებელთა პირველადი კონსულტირება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება.
** კომპანიის საჯარო ელექტრონული ფოსტის მონიტორინგი და ადმინისტრირება, შემოსული კორესპონდენციის დამუშავება და გადამისამართება.
** ოფისში მოსული კლიენტების მიღება, მათი საჭიროებების გარკვევა და შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება.
** ვიზიტორთა აღრიცხვის წარმოება — ვიზიტის დრო, მიზანი და სხვა საჭირო ინფორმაცია.
** სათათბირო ოთახების განრიგის მართვა.
** საოფისე საკანცელარიო ნივთების აღრიცხვა, მარაგების კონტროლი და შევსების ინიციირება.
** გასაგზავნი შეკვეთების აღრიცხვა და მიწოდების ლოგისტიკური კოორდინაცია კურიერებთან.
** ახალი თანამშრომლების ადაპტაციის ლოგისტიკური მხარდაჭერა.
** ყოველთვიური ოპერაციული ანგარიშის მომზადება და დირექტორისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება — მომხმარებელთა მხარდაჭერის ან ადმინისტრაციული სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია.

კომპეტენცია და უნარები

** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ქართულ ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალი დონე
** MS Office (Word, Excel) — კარგი დონე
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა — სასურველია
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV): admin@e-space.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე